გორში ავარიის დროს დაშავებული ქალი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

გორში, სუხიშვილის ქუჩაზე ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. დაშავებული 50 წლის ქალი კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. „გორმედის“ რეანიმაციული დეპარტამენტის ექიმის ინგა ელბაქიძის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

























