ქუთაისის №49-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა

ქუთაისის №49-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა

ქუთაისის №49-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა. „საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენლის დავით ქობულაძის განცხადებით, უბანზე მარკირებული ადამიანი მივიდა.

მისი თქმით, მოქალაქე ხმის მიცემას ითხოვდა, მიუხედავად იმისა, რომ მას მარკირება აღმოაჩნდა.

ფაქტს სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველები კომისიის თავმჯდომარეს ესაუბრებიან.

საოლქო კომისიაში კი აცხადებენ, რომ მოქალაქეს მარკირება არ აღმოაჩნდა და მის ხელზე, რაღაც ნივთიერების ლაქები იყო.