გოგი წულაია - ჩემდა გასაკვირად, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

ჩემდა გასაკვირად, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, - ამის შესახებ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გოგი წულაიამ განაცხადა, რომელმაც ხმა ქუთაისის #76-ე უბანზე მისცა.
მისი თქმით, არჩევნები მშვიდ გარემოში მიდის, რაც მის გაკვირვებას იწვევს.
„ჩემდა გასაკვირად, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, ყველაფერი რიგზეა. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე მეორე ტური გარდაუვალია. თუ ასე აუღელვებლად გაგრძელდა არჩევნების პროცესი, მიუხედავად ჩემი ოპოზიციონერობისა, რომ წავაგო მხარს დავუჭერ არჩევნების შედეგებს," - განაცხადა გოგი წულაიამ.

























