15:00 საათის მონაცემებით, სამტრედიის 54-ე საარჩევნო ოლქში ხმა 14 325-მა ამომრჩეველმა მისცა

15:00 საათის მონაცემებით, სამტრედიის 54–ე საარჩევნო ოლქში ხმა 14 325–მა ამომრჩეველმა მისცა. საოლქო კომისიის თავმჯდომარე ნანა იმნაძე აცხადებს, რომ ეს რეგისტრირებული 46 120 ამომრჩევლის დაახლოებით 30 %–ია. მისი თქმით, ოლქში 50 საარჩევნო უბანია გახსნილი და ამ დროის მონაცმეებით არც ერთი საჩივარი არ დაწერილა.
„უბანზე იყო მცირე პროცედურული შეცდომა, მაგრამ კომისია ადგილზე შეთანხმდა და ფაქტზე საჩივარი არ დაიწერა. ამ დროის მონაცემებით მშვიდი მდგომარეობაა“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.
სამტრედიაში პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად მეოთხე უბანზე შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.

























