„ნაცმოძრაობის“ ინფორმაციით, ლაგოდეხში, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე 48-ნომრიანი კეპები დაურიგა

„ნაცმოძრაობის“ ინფორმაციით, ლაგოდეხში, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე 48-ნომრიანი კეპები დაურიგა

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ლაგოდეხში, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე 48 ნომრიანი კეპები დაურიგა. ფაქტი გააპროტესტეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და ამსახველი ფოტომასალა ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნეს.

მომხდარ ფაქტს გაგა ღამბაშიძემ უპასუხა და განაცხადა, რომ კანონი არ დაურღვევია და ის მზად არის, 48-ნომრიანი მაისურიც ჩაიცვას და საარჩევნო უბნებზე გადაადგილდეს.