„ევროპული საქართველო“ - ფოთში საარჩევნო უბნებზე მმართველი გუნდის მხრიდან ადგილი აქვს ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს

ფოთში საარჩევნო უბნებზე მმართველი გუნდის მხრიდან ადგილი აქვს ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა ირაკლი დუნდუამ განაცხადა. იგი მმართველ გუნდს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს.
„საჯარო მოხელეები და ა(ა)იპების თანამშრომლები აიძულებენ ამომრჩევლებს მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს. მათ იციან, თუ ვინ არიან „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერები და ამ ადამიანებს ხელოვნურად სხვადასხვა მექანიზმით, ზოგს ბიულეტინს უფუჭებენ, ზოგსაც აიძულებენ რაღაც თანხის სანაცვლოდ მხარი დაუჭირონ „ქართული ოცნების“ კანდიდატს. აქედან გამომდინარე მივმართავ ხელისუფლებას, ნუ მოისყიდიან ადამიანებს, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ განწირულია მარცხისთვის“, - განაცხადა ირაკლი დუნდუამ.

























