15:00 საათის მონაცემებით, ქვემო ქართლის რეგიონში ამომრჩეველთა 33,26%-იანი აქტივობა დაფიქსირდა

15:00 საათის მონაცემებით, ქვემო ქართლის რეგიონში  ამომრჩეველთა  33,26%-იანი აქტივობა დაფიქსირდა

ქვემო ქართლის რეგიონში ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს" თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ მეტრეველმა გაუცხადა, 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა 33,26%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.

მისივე თქმით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის დარღვევების თაობაზე, არც ერთი საჩივარი არ შესულა.

დმანისის ოლქში ამომრჩეველთა 32,57 % მივიდა საარჩევნო უბნებზე; 30-30%-იანი აქტივობა დაფიქსირდა რუსთავისა და ბოლნისის საარჩევნო ოლქში, 26 %-ი მივიდა საარჩევნო უბნებზე წალკაში, ამომრჩეველთა 23,68%-მა გამოხატა საკუთარი ნება საარჩევნო უბნებზე მისვლით გარდაბანში. ყველაზე დაბალი აქტივობა ფიქსირდება 15 საათის მონაცემებით მარნეულში - 23,06%.