ზესტაფონის 51-ე საარჩევნო ოლქში არჩევანი 17 600-მა ამომრჩეველმა გააკეთა

ზესტაფონის 51-ე საარჩევნო ოლქში არჩევანი 17 600-მა ამომრჩეველმა გააკეთა

ზესტაფონის 51–ე საარჩევნო ოლქში არჩევანი 17 600–მა ამომრჩეველმა გააკეთა. საოლქო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კახნიაშვილის ინფორმაციით, ეს რეგისტრირებული ამომრჩევლის 17%–ია. მისივე თქმით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის არც ერთი საჩივარი არ დაწერილა.

ზესტაფონში რეგისტრირებულია 55 227 ამომრჩეველი. ოლქში გახსნილია 53 უბანი.