15:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში არჩევნებში მონაწილეობა 43 308-მა ამომრჩეველმა მიიღო

15:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში არჩევნებში მონაწილეობა 43 308-მა  ამომრჩეველმა მიიღო

15:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში არჩევნებში მონაწილეობა 43 308–მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 27, 75 %–ია.

59–ე საოლქო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი აცხადებს, რომ ამ დროის მონაცემებით, აქტივობა მაღალია და თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, 7 000 ამომრჩევლით მეტია.

მისივე ინფორმაციით, დაიწერა 31 საჩივარი. როგორც ავთანდილ ოსეფაიშვილმა განაცხადა, საჩივრების მხრივ აქტიურობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და საია, ხოლო ყველა საჩივარი პროცედურულ დარღვევაზეა.

ავთანდილ ოსეფაიშვილი #6 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლების გაძევების ფაქტს გამოეხმაურა და დამკვირვებლებს ბოდიში მოუხადა მუშაობაში ხელის შეშლის გამო.