რუსთავის მერმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა

რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ საპრეზიდენტო არჩევნებში, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ტაბაღუა საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.
„ისტორიული მომენტის თანამონაწილეები ვართ, დღეს ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, პირდაპირი წესით ბოლოჯერ ვირჩევთ პრეზიდენტს, რომელმაც ქვეყნის საშინაო და საგარეო ინტერესები უნდა დაიცვას. ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ მომავალს, ქვეყნის განვითარებას, გაერთიანებას და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას’’,- განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.
რუსთავის მერის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნები რუსთავში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

























