12:00 საათის მონაცემებით, ბათუმში 20 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა

12:00 საათის მონაცემებით, ბათუმში 20 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა

ბათუმში, 12:00 საათის მონაცემებით, 20 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა, - ამის შესახებ ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ციალა შავაძემ „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

„რაც შეეხება დარღვევებთან დაკავშირებით საჩივრებს, ჯერჯერობით სულ 9 საჩივარია შემოსული",- აცხადებს ციალა შავაძე.

ბათუმში 103 საარჩევნო უბანია გახსნილი.