„ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის“ დამკვირვებლის ინფორმაციით, იორმუღანლოს უბანზე ამომრჩეველმა ხმა მარკირების გარეშე მისცა

„ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის“ დამკვირვებელმა საგარეჯოს#11 საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა. „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის“ დამკვირვებლის არტურ კაზაროვის განცხადებით, იორმუღანლოს #42 უბანზე, ამომრჩეველმა ხმა მარკირების გარეშე მისცა.
„42-ე უბანზე ამომრჩეველმა მარკირების პროცესის გავლის გარეშე მისცა ხმა. დამკვირვებელმა მიუთითა, რომ მარკირება გაევლო, თუმცა ნაკადის მარეგულირებელი კომისიის წევრს რეაგირება არ მოუხდენია. საბოლოოდ, ამომრჩეველმა ხმა მარკირების გარეშე მისცა“, -აღნიშნა არტურ კაზაროვმა.
როგორც „ინტერპრესნიუსს" საგარეჯოს საოლქო საარჩეევნო კომისიის თავმჯდომარე,ზურაბ მღებრიშვილმა განუცხადა, აღნიშნულ საჩივარს კომისია განიხილავს.

























