"ნაცმოძრაობის" წევრი - სოფელ კოკის საარჩევნო უბანზე, „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველსა და ნასვამ მდგომარეობაში მყოფ „ოცნების“ მხარდამჭერს შორის ინციდენტი მოხდა

„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის ანი წითლიძის ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკის 97-ე საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობისა" და „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
როგორც წითლიძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, „ქართული ოცნების" წარმომადგენელი მათ ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენდა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
"ჩვენს ამომრჩეველზე ახდენდნენ ზეწოლას. ნასვამ მდგომარეობაში იყო "ქართული ოცნების" მხარდამჭერი. ინციდენტი სოფელ კოკში, 97-ე საარჩევნო უბანზე მოხდა",- განაცხადა წითლიძემ.

























