12:00 საათის მონაცემებით, მარნეულში 13 846-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა

მარნეულში, 12:00 საათის მონაცემებით 14 ათასამდე ამომრჩეველმა მისცა ხმა, - ამის შესახებ მარნეულის 22- ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კობა ასანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის 9 საჩივარია ოლქში შესული.
„12:00 საათის მონაცემებით 13 846- მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. ეს საერთო ამომრჩეველთა 13 პროცენტს შეადგენს. ამ ეტაპზე ოლქში შემოსულია 9 საჩივარი, რაც ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხება“, - განაცხადა კობა ასანიძემ.
მარნეულში 99 170 ამომრჩეველია რეგისტრირებული და სულ 90 საარჩევნო უბანია გახსნილი.

























