გაერთიანებული ოპოზიციის წევრი - ხელვაჩაურში „ქართული ოცნების" აქტივისტები ამომრჩევლებს 20 -20 ლარს გადასცემენ, რაც ფოტომასალით დავაფიქსირეთ

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი - ხელვაჩაურში „ქართული ოცნების" აქტივისტები ამომრჩევლებს 20 -20 ლარს გადასცემენ, რაც ფოტომასალით დავაფიქსირეთ

ხელვაჩაურის ქვედა სამებაში მე-18 და მე-19 უბნებთან „ქართული ოცნების" აქტივისტები ამომრჩევლებს 20 -20 ლარს გადასცემენ, რაც ფოტომასალით დავაფიქსირეთ, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა მიშა ბოლქვაძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდის აქტივისტებს მოქალაქეების სახელები და გვარები ჰქონდათ მონიშნული.

„ხელვაჩაურში ქვედა სამებაში მე-18 და მე-19 უბნებთან „ქართული ოცნების" აქტივისტებს სიები აქვთ მიტანილი, სადაც თანხებს გადასცემენ ამომრჩევლებს. ჩვენ დავაფიქსირეთ სია, სადაც წერია სახელი და გვარები მოქალაქეების, რომლებმაც 20 ლარი აიღეს. მთლიანობაში 1000 ლარზე მეტი თანხა იყო გადაცმული. ასევე მე-20 უბანზე სამაგიდო სიები არ იყო დალუქული. ეს არის დარღვევა და ამავდროულად ამომრჩევლის მოსყიდვა",- აცხადებს მიშა ბოლქვაძე.