გორში, 12 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა დაახლოებით 13%-ს შეადგენს

გორში, 12 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა დაახლოებით 13%-ს შეადგენს

გორში, 12 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა დაახლოებით 13%-ს შეადგენს. შიდა ქართლის გუბერნატორმა საკუთარიარჩევანი გორის პირველ საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე გააკეთა.

„ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ მომავალს, საქართველოს განვითარებას, ჩვენი შვილების კეთილდღეობას. დარწმუნებული ვარ, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტი იქნება ზეპარტიული და წარმატებით გაართმევს თავს მასზე კონსტიტუციით დაკისრებულ მოვალეობას. ასევე, ვისარგებლებ შემთხვევით და მოვუწოდებ მთლიანად საქართველოს და შიდა ქართლის მოსახლეობას, იყვნენ აქტიურები, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და მისცენ ხმა, რათა არ დაიკარგოს თითოეული ამომრჩველის ხმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.