ლელა ქებურია - ზუგდიდში, საარჩევნო უბნებთან ე.წ. ძველი ბიჭები არიან მობილიზებული

„ქართული ოცნება" თავის ჩვეულ ტაქტიკას მიმართავს, შეინიშნება უზარმაზარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. უბნებთან ე.წ ძველი ბიჭები არიან მობილიზებულნი,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა, დეპუტატმა ლელა ქებურიამ ზუგდიდში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ქებურია ამომრჩევლებს აქტივობისკენ მოუწოდებს.
„დაშინების ფაქტებიც იყო. წუხელ ჩვენს აგიტატორთან მივიდნენ და იყო ე.წ. მეგობრული რჩევები.ზოგ შემთხვევაში იყო მუქარა სამსახურის დაკარგვის, დაშინების და ა.შ. ამას რამდენიმე უბანზე ადგილი დღესაც ჰქონდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ამომრჩეველი მობილიზებული ქნება და მაღალი აქტივობა დაფიქსირდება, იმისათვის, რომ ეს არჩევნები გახდეს პასუხი იმ ყველაფერზე, რაც ამ 6 წლის განმავლობაში ხდება. დიდი ალბათობით მეორე ტური უნდა გაიმართოს. იმედი მაქვს, ჩვენი შეთანხმება ძალაში დარჩება და ოპოზიციურად განწყობილი ყველა ამომრჩეველი გაერთიანდება მეორე ტურში ხელისუფლების წინააღმდეგ",- განაცხადა ლელა ქებურიამ.

























