მერაბ ქვარაია - „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ჭიქაში ქარიშხლის დატრიალება არ გამოვა

მერაბ ქვარაია - „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ჭიქაში ქარიშხლის დატრიალება არ გამოვა

როგორც ჩანს, ბატონი ზოდელავას მხრიდან, საქმე გვაქვს საარჩევნო კანომდებლობის არცოდნასთან, ან ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი წარმომადგენლების მხრიდან, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია მურთაზ ზოდელავას მხრიდან, სოფელ ჭითაწყარის და რიყეს საარჩევნო უბნის მიმდებარედ სალომე ზურაბიშვილის პლაკატების ჩამოხსნის საკითხს.

ქვარაიას თქმით, საარჩევნო პროცესს ბევრი დამკვირვებელი აკვირდება და " ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან "ჭიქაში ქარიშხლის დატრიალება" არ გამოვა.

"საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით საარჩევნო უბნებზე, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არჩევნების დღეს აგიტაცია არ არის აკრძალული. ის მოიცავას, როგორც სიტყვიერ აგიტაციას, ასევე პლაკატების გაკვრას, რომელიმე კანდიდატის საარჩევნო ატრიბუტიკის გამოყენებას. ეს ყველაფერი კანონმდებლობით ნებადართულია. შესაბამისად, რაიმე კანონსაწინააღმდეგო აქ, ბუნებრივია, არ ფიქსირდება", - განაცხადა ქვარაიამ.