ქუთაისში 22-ე უბანზე დაპირისპირება იყო

ქუთაისში 22-ე უბანზე დაპირისპირება იყო

ქუთაისში 22-ე უბანზე ინციდენტი მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, მათ გადაიღეს ვიდეო, როგორ აწვდის კომისიის თავმჯდომარე ინფორმაციას აქტივისტებს იმის შესახებ, თუ ვინ მივიდა არჩევნებზე და ვის მისცა ხმა, რასაც დამკვირვებლების უკმაყოფილება და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიგა შუშანიას განცხადებით, ეს არის მცდელობა ამომრჩევლებზე ზეწოლის, რომ მოხდეს მათი ძალით მიყვანა. შუშანიას თქმით, არ მისცემენ არჩევნების გაყალბების უფლებას.

ფაქტს არ ადასტურებს ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები -ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენელი დავით ზივზივაძე. მისი თქმით, ვიდეოგადაღება არ მომხდარა და „ნაციონალური მოძრაობა“ სიცრუეს ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო:"იტყუები, რომ იძულებით მოყავთ ხალხიო!" - მწვავე დაპირისპირება ქუთაისის 22-ე საარჩევნო უბანთან