10:00 საათის მონაცემებით, საჩხერეში არჩევნებზე ამომრჩევლის 7% მივიდა

საჩხერის 50-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, 10:00 საათის მონაცემებით, უბნებზე რეგისტრირებული ამომრჩევლის 7% მივიდა.
მანანა მუმლაძის განცხადებით, 57-ვე უბანზე არჩევნები დროულად დაიწყო და ამ დროისთვის მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
უბნებზე საჩივარი არ დაწერილა.
საჩხერეში 42 347 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

























