მარნეულში „ნაცმოძრაობის“ დამკვირვებლის განცხადებით, მას საკრებულოს წევრი ტელეფონის თავზე გადამტვრევით დაემუქრა

მარნეულში „ნაცმოძრაობის“ დამკვირვებლის განცხადებით,  მას საკრებულოს წევრი ტელეფონის თავზე გადამტვრევით დაემუქრა

მარნეულის მე-13 უბანზე „ნაციონალური მოძრაობიდან“ დამკვირვებელი ნოვრუზ მეხტიევი მარნეულის საკრებულოს წევრს ალი მერადოვს მუქარაში ადანაშაულებს.

როგორც ნოვრუზ მეხტიევი აცხადებს, დეპუტატი უბანზე ისე შევიდა, რომ არ გაუვლია შემოწმება მარკირებაზე, მისთვის არც პირადობა მოუთხოვიათ, რაც მან გააპროტესტა.

მისივე მტკიცებით, შემდეგ მან დაიწყო ტელეფონით გადაღება, რის გამოც მას საკრებულოს დეპუტატი ტელეფონის თავზე გადამტვრევით დაემუქრა.