ქობულეთში 32-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა აღდგა

ქობულეთში 32-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა აღდგა

ქობულეთში, 32-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა აღდგა,- ამის შესახებ ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გელა ხახნელიძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა. მისი თქმით, ნუმერაციასთან დაკავშირებით შექმნილი ხარვეზი მოგვარებულია და მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ ხმა მისცენ. მისივე თქმით, ქობულეთში საარჩევნო პროცესები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„ქობულეთში ხარვეზი მხოლოდ 32-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა. პრობლემა აღმოფხვრილია. ნუმერაციასთან დაკავშირებით ხარვეზი წარმოიქმნა, რამაც საარჩევნო პროცესი შეაფერხა. პირადად ვიმყოფებოდი ადგილზე და საარჩევმო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს",- განაცხადა გელა ხახნელიძემ.

ქობულეთში 32-ე უბანზე რამდენიმე წუთით ხმის მიცემის პროცედურა შეფერხებული იყო.