„ნაცმოძრაობის“ ინფორმაციით, ქუთაისში #40 საარჩევნო უბანზე პროცედურის დაწყებისას უბნის მდივანმა შენობა დატოვა

„ნაცმოძრაობის“ ინფორმაციით, ქუთაისში #40  საარჩევნო უბანზე  პროცედურის დაწყებისას უბნის მდივანმა შენობა დატოვა

ქუთაისში #40 საარჩევნო უბანზე პროცედურის დაწყებისას უბნის მდივანმა შენობა დატოვა. მიზეზი უბანზე დაწერილი საჩივარი გახდა.

ხმის მიცემის პროცედურა მას შემდეგ განახლდა, რაც მდივანი საარჩევნო უბანზე დააბრუნეს.

"როცა გაიხსნა საარჩევნო უბანი, ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ხმის მიცემა მარკირების პროცედურის გავლის გარეშე დაიწყო. ეს მე დავინახე და საჩივარი დავწერე. მდივანს არ უნდოდა, რომ საჩივარი დაგვეწერა. თქვა, რომ ის ტოვებდა პოსტს, რადგან არ შეეძლო მუშაობა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ დააბრუნეს მდივანი,"- ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ელზა ბურჯალიანი.

მომხდართან დაკავშირებით, კომისიის თავმჯდომარე და მდივანი კომენტარს არ აკეთებენ.