თელავის საოლქო კომისიის თავმჯდომარე - ყველა უბანი წესების სრული დაცვით გაიხსნა

თელავის 17-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი ყველა უბანი სრული წესების დაცვით გაიხსნა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" საოლქო კომისიის თავმჯდომარემ განუცხადა. გიორგი კალმახელიძის თქმით, წესისამებრ უბნები დილის 07:00 საათზე გაიხსნა, ხოლო 08:00 საათიდან დაიწყო კენჭისყრის პროცესი. პირველმა ამომრჩევლებმა უკვე დააფიქსირეს საკუთარი არჩევანი.
„თელავში სულ 54 სარჩევნო უბანია და ყველა მათგანი პროცედურის დაცვით გაიხსნა. ამ დროისთვის, დარღვევებს და ექსცესებს ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა #17 თელავის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალმახელიძემ.
თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სულ 54 საარჩევნო უბანია გახსნილი, მათ შორის 16 თელავში. რაც შეეხება ამომრჩეველს, თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 56 379 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

























