რუსთავის საოლქო კომისიის თავმჯდომარე - არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

რუსთავში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" რუსთავის #20-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გაგა აფციაურმა განუცხადა, დილის 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი ღია იყო და არჩევნები ამ დრომდე მშვიდ ვითარებაში, დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.
რუსთავში 84 ძირითადი და 3 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია ( #85-ე უბანი სასჯელაღსრულების #16 დაწესებულებაში; #86 უბანი #17-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში; #87 უბანი #5-ე დაწესებულებაში ). ამომრჩეველთა სიაში 107 724 ამორჩეველია.

























