ქობულეთში 32-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა შეფერხებულია

ქობულეთში 32-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა შეფერხებულია

ქობულეთში, 32-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა შეფერხებულია. როგორც ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გელა ხახნელიძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, უბანზე ტექნიკური პრობლემაა და სიტუაციის გასაცნობად ადგილზე მიემართება.

„ნუმერაციასთან დაკავშირებით შეიქმნა ტექნიკური ხარვეზი. ამ წუთებში მივდივარ და თავად გავეცნობი სიტუაციას. ხმის მიცემის პროცედურა ჯერჯერობით შეჩერებულია",- განაცხადა გელა ხახნელიძემ.

იხილეთ ვიდეო: ქობულეთში 32-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა შეფერხდა