ბათუმში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

ბათუმში არჩევნები მშვიდ ვითარებაში  მიმდინარეობს

ბათუმში საარჩევნო უბნები 07:00 საათზე, დროულად გაიხსნა, 08:00 საათიდან კი ამომრჩევლებს ხმის მიცემის საშუალება აქვთ.

როგორც ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძე აცხადებს, ჯერჯერობით რაიმე ხარვეზი არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, ბათუმში 103 უბანია გახსნილი.

"ყველა საარჩევნო უბანი ზუსტად 07:00 საათზე გაიხსნა. მშვიდ გარემოში ჩატარდა წილის ყრის პროცედურები. პირველი მონაცემები აქტივობის შესახებ 10:00 საათისთვის იქნება ცნობილი.

ბათუმში 143 012 ამომრჩეველია რეგისტრირებული. სულ არის 103 უბანი, აქედან ერთი სპეცუბანია, ბათუმის ნომერ მესამე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. გადასატან ყუთზე 789 ამომრჩეველია დარეგისტრირებული. ბათუმში 49 უბანია ადაპტირებული",- აცხადებს ციალა შავაძე.