ქობულეთში უხვი ნალექის შედეგად დატბორილი სახლიდან მაშველებმა დედა-შვილი გამოიყვანეს

ქობულეთში უხვი ნალექის შედეგად  დატბორილი სახლიდან მაშველებმა დედა-შვილი გამოიყვანეს

ქობულეთში, პოპოვის ქუჩაზე 87 წლის ცისანა მორჩილაძე და მისი ქალიშვილი დატბორილი სახლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. ისინი დახმარებას ითხოვდნენ.

ადგილზე სამშველო სამსახურის თანამშრომლები და მერიის წარმომადგენლები მივიდნენ.

87 წლის ქალბატონი ქალიშვილთან ერთად, სპეცტექნიკით სახლიდან გამოიყვანეს.

ამ დრომდე ქობულეთის ცალკეული ქუჩები დატბორილია და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს