თუშეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თუშეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ 12-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, აღნიშნული გზის კმ 1-11 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

„უსაფრთხოების მიზნით, თუშეთის მიმართულებით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შემოდგომაზე, მეტეორეოლოგიური პირობების შესაბამისად იკეტება და გაზაფხულზე იხსნება“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.