გიგა შუშანია - ქუთაისის მერი სუს-ის დაქირავებულ ზონდერად იქცა

გიგა შუშანია - ქუთაისის მერი სუს-ის დაქირავებულ ზონდერად იქცა

ოპოზიციური პარტიების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას" ქუთაისის ორგანიზაციის ლიდერმა გიგა შუშანიამ წინასაარჩევნო პერიოდი შეაფასა და აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლებამ საუბნო საარჩევნო კომისიებში მათთან დაახლოებული პირები დაასაქმა, ასევე, ადგილი აქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და ოპოზიციური გაერთიანების მხარდამჭერებზე მუქარას.

„ზეწოლა მიმდინარეობს ჩვენს წევრებზე. ოპოზიციური პარტიის კანდიდატების პლაკატებს ღებავენ და ხევენ. ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები დადიან და ხევენ ოპოზიციური პარტიის კანდიდატის პლაკატებს. ამ პროცესს ქალაქის მერი ხელმძღვანელობს, რომელიც შვებულებაში გავიდა. სუს-ის დაქირავებულ ზონდერად იქცა ქუთაისის მერი", - განაცხადა ჟურნალისტებთან გიგა შუშანიამ.