ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საბჭოს სხდომა გაიმართა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საბჭოს სხდომა გაიმართა

დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საბჭოს სხდომა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, შეხვედრაზე განიხილეს 2018 წლის პროგრამები, აქტუალური პრობლემური საკითხები და მათი მოგვარების გზები.

„არსებული პრობლემების ნაწილის მოგვარებისთვის საჭირო თანხა 2019 წლის ბიუჯეტით იქნება გათვალისწინებული.

შეხვედრას ესწრებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის, ხელვაჩაურის საკრებულოს, რესურს-ცენტრისა და საბავშვო ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები“, - ნათქვამია ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციაში.