პანკისის ხეობის მოსახლეობა აქციას მართავს

პანკისის ხეობის მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივები სოფელ დუისის ცენტრში შეიკრიბნენ და სოფელ ბირკიანში ჰესის მშენებლობის საკითხს კიდევ ერთხელ აპროტესტებენ. პანკისელებმა დღესვე სახალხო კრების გადაწყვეტილება საჯაროდ წაიკითხეს, სადაც ეწინააღმდეგებიან პანკისში ჰესის მშენებლობის გაგრძელებას.
ხეობის მცხოვრებლები ხელისუფლებას მიმართვენ და საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

























