Segrex Auto Gallery - ყველაფერი, რაზეც ადრე მხოლოდ ოცნებობდი

კომპანია „სეგრექს ავტო გალერის“ ბრენდულ ავტოსალონში მაღალი კლასის ავტომობილების დათვალიერება და შეძენა უკვე შესაძლებელია, რადგან შოურუმი 25 ოქტომბერს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანის მე-12 კმ, 5 ნომერში გაიხსნა.
ისეთი ბრენდები როგორებიცაა : BMW, INFINITI, Mercedes, Toyota, Ferrari, Tesla და მათი ლიმიტირებული მოდელები უკვე განთავსებულია „სეგრეს ავტო გალერის“ შოურუმში, ასე, რომ მომხმარებელს უკვე შეუძლია მათი შეფასება, გატესტვა და შეძენა.
სეგრექსმა, გახსნამდე, ბრენდის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწია. იგი INFINITI-ის ოფიციალური დილერი გახდა. შოურუმში უკვე განთავსებულია სედანის ტიპის 4 მოდელი : Q30, Q50, Q60, Q70 და 5 SUV მოდელები QX30, QX50, QX60, QX70, QX80. ეს ავტომობილები საუკეთესოდ აღჭურვილი ლაქშერი კლასია და ასევე უსაფრთხო სხვადასხვა ამინდში.
INFINITI ტრანსფორმირების პროცესშია და გეგმავს 2021 წლისთვის სრულად იქცეს ელექტრონული ავტომობილების მწარმოებელ ბრენდად.
აღსაღნიშნავია, რომ ეს მხოლოდ მოდელებისა და მარკების მცირე ჩამონათვალია, რადგან „სეგრექს ავტო გალერი“ მომავალში მომხამრებელს ბევრ სიურპრიზს უმზადებს. ერთ-ერთი მათგანი ელექტრონული ავტომობილები და სკუტერებია. ამჟამად, შოურუმში უკვე განთასებულია ელექტრო, ეკოლოგიური და ეკონომოური NIU სკუტერები.
იმ ადამიანებს, რომელთაც მოსწონთ დიდხანს ფიქრი არჩევნის გასაკეთებლად, კომპანია სეგრექსი, გთავაზობთ ჩამოყვანის სერვის, რაც ნიშნავს იმას, რომ სასურველ ავტომობილს მიიღებთ წინასწარ შეთანხმებულ პირობებსა და ვადებში.
(R)

























