„სოკარჯორჯია გაზი“ დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში გაზიფიცირების სამუშაოებს აწარმოებს

„სოკარჯორჯია გაზი“ დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში  გაზიფიცირების სამუშაოებს აწარმოებს

შპს „სოკარჯორჯია გაზი“ დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში გაზიფიცირების სამუშაოებს აწარმოებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა ქსელის მოწყობა და მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება სამ სოფელში: ჭართალში, სონდასა და მენესოში.

აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ შპს „სოკარჯორჯია გაზი“ გაზიფიცირების საჭირო სამუშაოებს განახორციელებს ჭართლის ადმინისტრაციული ერთეულის სამ სოფელში: ჩიტაურებში, ჭალისოფელში და ზენუბანში.