ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალსოფლის სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობა მიმდინარეობს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ე.წ. ხობჩოს ტყის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც ახალსოფლის სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობა მიმდინარეობს.
“სამუშაოების წარმოების ადგილის რთული რელიეფიდან გამომდინარე, წარმოიშვა რიგი პრობლემები, რომლებიც ამ დროისთვის დაძლეულია. სათავე ნაგებობისკენ მიმავალი გზის გაკვალვა დასასრულს უახლოვდება.
აღნიშნულ ობიექტზე, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 1 622 000 ლარს, სამუშაოებს შპს “მარიამი ო.ბ. 2006” აწარმოებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























