მსოფლიო ჩემპიონ გენო პეტრიაშვილს ოქროს მედლის მოპოვება გორის ხელმძღვანელობამ მიულოცა

მსოფლიო ჩემპიონ გენო პეტრიაშვილს ოქროს მედლის მოპოვება გორის ხელმძღვანელობამ მიულოცა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, გორელ ფალავანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი და გორის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე დავით რაზმაძე, სპორტსმენის ოჯახის წევრებთან და გულშემატკივრებთან ერთად დახვდნენ.
„მძიმეწონიანმა ქართველმა გოლიათმა ბუდაპეშტიდან ოქროს მედალი ჩამოიტანა. გენო პეტრიაშვილმა ჩემპიონის ტიტული მსოფლიო პირველობაზე ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
მსოფლიო ჩემპიონმა ფინალურ შეხვედრაში, ჩინელ - ჟიუეი დენგთან, უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და პირველი პერიოდი 2:0 მოიგო. მეორის სტარტზე 24 წლის გორელმა ფალავანმა უპირატესობა, ნელ-ნელა მეთოდურად გაზარდა და საბოლოოდ 6:0 გაიმარჯვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























