ქუთაისში, დავით აღმაშენებლის ძეგლზე პლაკატების გაკვრის გამო ადმინისტრაციული წესით მოკვლევა დაიწყო

ქუთაისში, დავით აღმაშენებლის ძეგლზე პლაკატების გაკვრის გამო ადმინისტრაციული წესით მოკვლევა დაიწყო

ქუთაისში, დავით აღმაშენებლის ძეგლზე დღეს დილით პოლიტიკური პარტიების სარეკლამო პლაკატები გააკრეს. მათ შორის ძეგლის პიედესტალზე კარიკატურები იყო განთავსებული, რომელიც ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ იყო მიმართული. ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ ძეგლზე სააგიტაციო მასალის გაკვრა კანონით აკრძალულია და ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებისთვის დაწყებულია მოკვლევა.

"ძეგლებზე და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობებზე სააგიტაციო მასალის გაკვრა აკრძალულია, შესაბამისად, ფაქტზე დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება და მიმდინარეობს იმ პირების დადგენა, ვინც პლაკატები გააკრა",–განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ.

კანონით აკრძალულ ადგილებზე საარჩევნო–სააგიტაციო მასალის გაკვრა სამართალდამრღვევი პირის 1000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.