„ინეკობანკი“ – პირველი სრულიად ციფრული ბანკი სომხეთში

როგორც ერთ-ერთი წამყვანი ბანკი რეგიონში, „ინეკობანკი“ სომხეთში გადახდის ახალ თანამედროვე და ინოვაციურ საშუალებას, InecoPay-ს ნერგავს.
InecoPay სმარტფონებიდან უკონტაქტო გადახდების შესაძლებლობას იძლევა. InecoPay-ს საშუალებით გადახდების განსახორციელებლად მომხმარებლებს მხოლოდ InecoMobile-ის აპლიკაციის ჩამოტვირთვა და გადახდის წერტილებში საკუთარი სმარტფონებით QR-კოდების დასკანირება სჭირდებათ.
InecoPay წარმოგიდგენთ გადახდების ახალ კულტურას და ცვლის უკონტაქტო გადახდების ტრადიციულ მიდგომას. InecoPay-ს საშუალებით გადახდა სხვადასხვა სექტორში - კვების, შოპინგის, დასვენების, ჯანმრთელობისა და სილამაზის, საყოფაცხოვრებო ნივთების და სხვა სფეროებში.
ასევე შესაძლებელია InecoMobile-ზე სხვა ბანკების საკრედიტო ბარათების (MasterCard, ArCa და Visa) მიბმა და InecoPay-ს საშუალებით გადახდების განხორციელება.
„InecoPay სომხურ ბაზარზე უნიკალურ საშუალებას წარმოადგენს. ეს არის გადახდის თანამედროვე, სწრაფი და მოსახერხებელი საშუალება. დღეს, InecoPay-ს გაშვებით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ინეკობანკი“ არის პირველი სრულიად ციფრული ბანკი სომხეთში. ახლა ჩვენ შეგვიძლია მომხმარებლებს ციფრული მომსახურება შევთავაზოთ: დაწყებული გადახდების საშუალებებით და დაზოგვით და ფინანსებით დამთავრებული“, - განაცხადა „ინეკობანკის“ განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორმა არენ ნალტაკიანმა.
„InecoPay სთავაზობს მომხმარებლებს, განახორციელონ უკონტაქტო გადახდები სმარტფონისა და ინტერნეტის საშუალებით. გარდა ამისა, თუ შოპინგის დროს კლიენტებს მოულოდნელი ხარჯები გაუჩნდებათ, „ინეკობანკის“ მობილური აპლიკაცია InecoMobile-ს საშუალებით მათ შეუძლიათ დამატებითი ფინანსები მოითხოვონ და სესხები გააფორმონ, დაუყოვნებლივ მიიღონ მოთხოვნილი თანხა საკუთარ ანგარიშზე და განახორციელონ გადახდები InecoPay -ს საშუალებით“, - აღნიშნა არენ ნალტაკიანმა.
InecoPay-ს საშუალებით გადახდებისგანხორციელება მომხმარებლებს 1000-ზე მეტ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში შეუძლიათ, რომლებიც ერევნის მთელ ტერიტორიაზეა განლაგებული. ბანკის ინფორმაციით, სერვისი გაფართოვდება და მომხმარებლებს შეეძლებათ, გადახდები ნებისმიერ ობიექტში - პატარა მაღაზიებსა და დიდ სუპერმარკეტებში განახორციელონ.
„ინეკობანკის“ კორპორატიული ბიზნესის დირექტორის არტიომ ჩიჩიანის განცხადებით, InecoPay ასევე სთავაზობს გადახდის ეფექტურ და მოსახერხებელ გადაწყვეტილებებს იმ სავაჭრო ობიექტებს, რომლებიც უკონტაქტო გადახდებს იღებენ.
„InecoPay-ს დაყენება ძალიან ადვილია. ის კომპანიებიც კი, რომლებსაც „ინეკობანკში“ ანგარიში არ აქვთ, შეუძლიათ InecoPay-ს შეუერთდნენ. მათ ონლაინ-აპლიკაცია უნდა შეავსონ, რის შემდეგაც ბანკის სპეციალისტი მივა მათ კომპანიაში, გადასცემს მათ QR-კოდებს და თანამშრომლებს ტრენინგს ჩაუტარებს. აღსანიშნავია InecoPay-ს კიდევ ერთი უპირატესობა - სიჩქარე: გადახდის ხანგრძლივობა მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა არტიომ ჩიჩიანმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სავაჭრო ობიექტებს ეძლევათ დამატებითი შესაძლებლობა დაამატონ გადახდების მიღების შეუზღუდავი რაოდენობის ლოკაცია, როდესაც ეს დასჭირდებათ, ბანკისთვის მიმართვის გარეშე. მათ უბრალოდ გადახდის QR კოდი უნდა ამობეჭდონ და ის მომხმარებლებს წარუდგინონ.
„ინეკობანკმა“ შექმნა გადახდის საშუალებები, რომლებიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ისესხონ ფული ისე სწრაფად, როგორც კომუნალურ გადასახადებს იხდიან. დღეს ბანკმა ყველა საბანკო დისტანციური გადახდის საშუალება ერთი დაცული და უსაფრთხო ქოლგის ქვეშ მოაქცია“, - აღნიშნავს „ინეკობანკის“ IT-დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნარეკ ბეჟანიანი.
უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას, ნარეკ ბეჟანიანი აღნიშნავს, რომ თანამედროვე სმარტფონები აღჭურვილია უსაფრთხოების თანამედროვე საშუალებებით, როგორებიცაა Touch ID, Face ID და სხვა. მეტიც, პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში მომხმარებლებს შეუძლიათ ბარათები და აპლიკაცია InecoOnline-ის საშუალებით დაბლოკონ.
დღესდღეობით „ინეკობანკი“ წარმოადგენს პირველ სრულიად ციფრულ ბანკს სომხეთში, რომელიც საკუთარ მომხმარებლებს სრულ ციფრულ მომსახურებას და მოსახლეობის აქტიური ნაწილის 15% ბანკის ციფრული სერვისებით სარგებლობს. ამავდროულად, ბანკი ანგრძელებს მოსახერხებელი და უსაფრთხო ციფრული საბანკო საშუალებებისა და სისტემების შექმნას და განვითარებას, რათა მომხმარებელზე უფრო მეტად ორიენტირებული მომსახურების გაწევა უზრუნველყოს.

შემაჯამებელ სიტყვაში ბატონი ნალტაკიანი აღნიშნავს:
„ინეკობანკის“ მიზანი არაა მხოლოდ ის, რომ ციფრული ბანკი იყოს. დაარსების დღიდან ბანკს დიდი Iთ-ჯგუფი ჰყავდა, ის მუდმივად იყენებდა სხვადასხვა ტექნოლოგიურ საშუალებას სხვადასხვა პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით. დღესდღეობით არსებობს არაერთი წარმატებული მაგალითი იმისა, რაც სომხეთში ინოვაციური სერვისის სახით იყო წარმოდგენილი.
ჩვენი მიზანი ნათელია: მუდმივად გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი და შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს ფინანსური მომსახურება ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას. ბუნებრივია, ამ მიზნის მისაღწევად, როგორც ეს ყოველთვის ხდებოდა, ციფრული ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული. ეს ჩვენთვის მიმდინარე პროცესია, ამიტომ ახლო მომავალშიც ელოდეთ ჩვენგან უფრო მეტ საინტერესო და ინოვაციურ მომსახურებას”.
დახურული სააქციო საზოგადოება „ინეკობანკის“ შესახებ
დახურული სააქციო საზოგადოება „ინეკობანკი“ არის სამხრეთ კავკასიის რეგიონის წამყვანი ბანკი, რომელიც ორიენტირებულია ინდივიდუალურ მომხმარებლებზე, მცირე და საშუალო ბაზრის ბიზნესზე და მსხვილ კორპორაციებზე და მომხმარებლებს კომერციული საბანკო სერვისების სრულ სპექტრს, მათ შორის თანამედროვე და ინოვაციურ ციფრულ საბანკო სერვისებს სთავაზობს. 22 წელზე მეტია, რაც ბანკი სომხეთის ბაზარზე 400 000-ზე მეტ მომხმარებელსა და 150 000-ზე მეტ ონლაინ-მომხმარებელს განსაკუთრებულ მოხერხებულ პირობებს სთავაზობს.
„ინეკობანკმა“ შეიმუშავა და წარმოადგინა საბანკო სფეროში წამყვანი ციფრული საბანკო მომსახურება, რათა მომხმარებლებს საბანკო მომსახურების სრულიად ახალი კულტურა შესთავაზოს.
• 2009 წელს ბანკმა გააციფრულა და სრულიად ავტომატიზირებული გახადა პროდუქტი “სესხი გაყიდვის ადგილზე", რამაც სესხის დამუშავების დრო 3-4 დღიდან რამდენიმე წუთამდე შეამცირა.
• 2012 წელს, InecoOnline-ის გაშვების შემდეგ ბანკი გახდა ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელიც საკუთარ მომხმარებლებს საბანკო სერვისებს 24/7 რეჟიმში სთავაზობდა.
• 2014 წელს ბანკმა შექმნა მობილური ბანკინგის აპლიკაცია InecoMobile, რომელიც დღესდღეობით 150 000-ზე მეტი მომხმარებლით სომხეთში ყველაზე პოპულარულ საბანკო აპლიკაციას წარმოადგენს.
• 2017 წელს ბანკი გახდა პირველი კომპანია, რომელმაც მობილურ და ონლაინ-აპლიკაციებში სრულიად ავტომატიზირებული სამომხმარებლო კრედიტირება წარმოადგინა, რომელიც სამომხმარებლო სესხებს 24/7 რეჟიმში გასცემს.
• 2018 წელს ბანკი გახდა პირველი კომპანია, რომელმაც შეიმუშავა InecoPay-ს ინოვაციური და თანამედროვე გადახდების სისტემა, რომელიც მომხმარებლებს სმარტფონების საშუალებით გადახდების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს.
(R)

























