რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მსოფლიო ჩემპიონს მკლავჭიდში გიორგი მელიქიშვილს შეხვდა

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მსოფლიო ჩემპიონს მკლავჭიდში გიორგი მელიქიშვილს შეხვდა.
რუსთავის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქის მერმა ახალგაზრდა სპორტსმენს, თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ოქროს მედლის მოპოვება მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
გიორგი მელიქიშვილი ფინალში, უკრაინელ სპორტსმენ დმიტრო შემჩუკს დაუპირისპირდა და ახალგაზრდებს შორის 85 კგ წონით კატეგიორიაში, პირველი ადგილისა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
მსოფლიო ჩემპიონის ტიტული რუსთაველმა სპორტსმენმა მეოთხედ მოიპოვა.

























