სასამართლომ ხარაგაულში “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააჯარიმა

ხარაგაულში მცხოვრები „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააჯარიმეს. ინციდენტი ხარაგაულში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოფისთან მოხდა.
როგორც “ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი პავლე თავზარაშვილი აცხადებს, აღნიშნული პიროვნება პარტიის ოფისთან „ყვიროდა და უწმაწურ სიტყვებს ამბობდა, რა დროსაც პოლიცია გამოიძახეს“.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხარაგაულის პოლიციაში განუცხადეს, სამართალდამრღვევი მოქალაქე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

























