ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭომ პარლამენტის გადატანის გადაწყვეტილება გააპროტესტა

ქუთაისის მერიაში მრჩეველთა საბჭომ აქცია-პერფორმანსი გამართა. მერის მრჩეველთა საბჭომ ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის გადაწყვეტილება გააპროტესტა. მრჩეველთა საბჭოს წევრები მორიგ სხდომაზე დღეს მაისურებით გამოცხადდნენ წარწერით „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“.
„ჩვენ ამ გადაწყვეტილებით მოვუწოდებთ, მათ შორის ადგილობრივ მერიას, რომ თავისი მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ქეთი ბერძენიშვილმა.
ქუთაისის მერის საბჭო მიმდინარე წელს შეიქმნა და ის საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული.

























