ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი“ საქართველოს დაკავებული მოქალაქეების შესახებ განცხადებას ავრცელებს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი საქართველოს დაკავებული მოქალაქეების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„20 ოქტომბერს ლენინგორის რაიონის სოფლების ბალათასა (ბალაანი) და ახმადზის (ახმაჯი) მახლობლად სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის კვეთის ბრალდებით მესაზღვრეებმა საქართველოს ოთხი მოქალაქე - 2000 წელს დაბადებული გურამ ლობჯანიძე და 1986 წელს დაბადებული ჯოზეფ ტეტელოშვილი და კასპის რაიონის სოფელ ოკამის მკვიდრები: 1985 წელს დაბადებული გიორგი შამანაური და 1988 წელს დაბადებული იასონ შუკაკიძე დააკავეს.
იმის გათვალისწინებით, რომ ლობჯანიძე და ტეტელოშვილი მღვდელმსახურები არიან, სასაზღვრო სამსახურმა ისინი ქართულ მხარეს საჯარიმო სანქციების გარეშე გადასცა. რაც შეეხება შამანაურს და შუკაკიძეს, მათ მიმართ მიმდინარეობს ძიება, უახლოეს პერიოდში საქმის მასალები სასამართლოს გადაეცემა“, - ნათქვამია ე.წ. უწყების განცხადებაში.

























