რუსთავი-თბილისის გზაზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ბმვ-ს მარკის ავტომანქანამ თბილისი-რუთავის მიკროავტობუსს გადაასწრო და „მერსედესს“ შეეჯახა, რომელიც სხვა ავტომანქანებს დაეჯახა.
შეჯახების შედეგად „მერსედესში" მყოფი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა ,,რუსთავში" გადაიყვანა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 5 ავტომანქანა დაზიანდა.

























