რუსთავში გრიგოლ ვაშაძის ბანერები კვლავ წითლად შეღებეს

რუსთავში გრიგოლ ვაშაძის ბანერები კვლავ წითლად შეღებეს

რუსთავში, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბებზე განთავსებული ბანერების დაზიანების მორიგი ფაქტი დაფიქსირდა. ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო ბანერებსა და პლაკატებს КГБ დააწერეს და წითლად შეღებეს. პოლიტიკური მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლების ინფორმაციით, ქალაქის მასშტაბით განთავსებული ოთხივე ოფისის ფასადებზე განთავსებული საარჩევნო ბანერებია დაზიანებული.

ერთ-ერთ საარჩევნო შტაბთან, შარტავას ქუჩაზე საპატრულო პოლიცია იმყოფებოდა. როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოებაა დაწყებული.