ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჯოჭოში, ცივაძეების უბანში სამანქანე გზის მოწყობა დაიწყო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჯოჭოში, ცივაძეების უბანში სამანქანე გზის მოწყობა დაიწყო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჯოჭოში, ცივაძეების უბანში სამანქანე გზის მოწყობა დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხელვაჩაურის მერიიდან აცნობეს, სოფლის მოსახლეობას გზასთან დაკავშირებული პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებს, რადგან ეზოში მისასვლელად ადგილობრივებს მდინარის ფონის გადალახვა უწევდათ.

აღსანიშნავია, რომ ობიექტზე სამუშაოებს აწარმოებს შპს "ზადუ", პროექტის ღირებულება შეადგენს 199 999,93 ლარს.