ფოთში „ნაცმოძრაობის“ წევრებმა სალომე ზურაბიშვილს „მოღალატე“ უწოდეს

ფოთში „ნაცმოძრაობის“ წევრებმა სალომე ზურაბიშვილს „მოღალატე“ უწოდეს

„ბიძინა ბარიგა”, ,,სალომე მოღალატე”, „ბიძინა შენ ხარ სენი დაგვეხსენი” - ამ შინაარის ტრანპარანტებითა და შეძახილებით დახვდა ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს ფოთში, სადაც ის მოსახლეობასთან შეხვედრას მართავს.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პრეზიდენტობის კანდიდატი სამშობლოს ღალატში დაადანაშულეს. ,,გვინდოდა გვეკითხა სალომე ზურაბიშვილისთვის თუ რატომ დაადანაშაულა საქართველო ომის დაწყებაში და რატომ დევს ჰააგის სასამართლოში მისი ჩანაწერები პუტინის სასარგებლოდ. გაგვცეს პასუხი და თუ ის თვლის, რომ საქართველომ დაიწყო ომი, მაშინ რად უნდა ასეთი ქვეყნის პრეზიდენტობა", - განუცხადა ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის" ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ.

შეხვედრის გარე პერიმეტრზე მობილიზებულია სამართალდამცველები.