ხაშურის სამუსიკო სკოლის მევიოლინეებმა ისრაელში, საერთაშორისო კონკურსზე, შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილები დაიკავეს

ხაშურის სამუსიკო სკოლის აღსაზრდელებმა ისრაელის ქალაქ ცფატში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე წარმატებას მიაღწიეს.
ხაშურის მერიის ინფორმაციით, ნორჩმა მევიოლინეებმა ლიკა კალმახელიძემ და სოფიო ნოზაძემ, რომლებიც პედაგოგ ფატი სადაღაშვილის ხელმძღვანელობით მეცადინეობენ, შესაბამის ასაკობრივ კატეგორიებში პირველი ადგილები დაიკავეს.
„წარმატებული მევიოლინეებისა და მათი პედაგოგის, ასევე კონცერტმაისტერ თამაზ აბრამიძის კონკურსზე მონაწილეობაში წვლილი შეიტანა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ. მუსიკოსმა ფატი სადაღაშვილმა მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერს გიორგი გურასპაშვილს, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრებს სიმონ ნოზაძეს და შოთა შალელაშვილს იმ მხარდაჭერისთვის, რამაც ნორჩი მევიოლინეების კონკურსზე მონაწილეობა და წარმატება განაპირობა“, - აცხადებენ ხაშურის მერიაში.

























