ვალეში წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა

ვალეში წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალციხის სერვის ცენტრის თანამშრომლებმა ქალაქ ვალეში წყლის სისტემის მოწესრიგების სამუშაოები დაასრულეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, სამუშაოების ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყალმომარაგების ქსელს, ამორტიზებული მილი ახლით შეიცვალა, აღდგენითი სამუშაოები შესრულდა ვალეს წყალმიმღებ ნაგებობაზე და გაიწმინდა სადრენაჟე სისტემა. შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდება წყლის დანაკარგი.

სამუშაოები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ საკუთარი რესურსით განახორციელა.

სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ ვალეში დაგეგმილია წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა, პროექტი, სავარაუდოდ, 2019 წელს დაიწყება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.