რუსთავში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

რუსთავში, მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი 47 წლამდე ასაკის მამაკაცი, მიღებული ტრავმების შედეგად რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო ურთულესი, ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
როგორც საავადმყოფოში აღნიშნეს, პაციენტს დაკარგული ჰქონდა დიდი რაოდენობით სისხლი. „მოხდა სისხლის მოძიება და გადასხმა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი პაციენტის სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად. პაციენტს ჰქონდა მრავლობითი ტრავმები, მუცლის ღრუს დაბეჟილობები, ფეხის ღია მოტეხილობა. მას ჩაუტარდა სამი ოპერაცია“, - აცხადებენ კლინიკაში.
რუსთავში, ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე დასაქმებული 47 წლის მამაკაცი სიმაღლიდან გუშინ გადმოვარდა.

























