ბათუმში აგრო-სასურსათო პროდუქციისა და ახალი ტექნოლოგიების გამოფენა გაიმართა

ბათუმში აგროსასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-8-ე საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, გამოფენას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე დაესწრო. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ფერმერებმა და რეწვის ოსტატებმა. მათ გამოფენაზე თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს.
გამოფენაში მონაწილეებს საშუალება აქვთ დაამყარონ ახალი კონტაქტები და გააფორმონ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
გამოფენა 3 დღეს გაგრძელდება.

























